Monday, April 25, 2011

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:
პატარა კულინარები.
2.პროექტის მთავარი იდეა:
ჩვენი სამზარეულოს კულინარული რეცეპტები.
3.პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა.
პროექტის განხორციელება მოსწავლეებს განუვითარებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ–ჩვევას.შეძლებენ მოძიებული/შექმნილი კულინარული რეცეპტის მიხედვით კერძის მომზადებას,გაეცნობიან და მომავალში გაითვალისწინებენ რჩევებს,გაუზიარებენ სხვას.
4.პროექტის მიზნები:
  • განუვითარდეს მოსწავლეებს კვლევითი,შემოქმედებითი,თანამშრომლობის და საკომუნიკაციო უნარები.
  • პროექტზე მუშაობის პროცესში მოხდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
  • შეიძინონ ელემენტარული ენობრივ–გრამატიკული უნარ–ჩვევები.
  • შეძლონ სათანადო რესურსების მოძიება–დამუშავება.
  • შექმნან ოპერატიულ რესურსი.
5.მოსწავლეთა ასაკი:VI კლასი; 11 წლის.
6.ვადები/ხანგრძლივო ბა:
10დღე, 28 აპრილი–13 მაისი.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები;
მოსწავლეები შექმნიან Power Point–ში სლაიდ შოუს და მოაწყობენ პრეზენტაციას.
გამოუშვებენ  ჟურნალს“გემრიელად მიირთვით“,რომელშიც იქნება მათი ოჯახის ტრადი
ციული კერძების რეცეპტები და სასარგებლო რჩევები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქართულ–რუსული ლექსიკონი,კომპიუტერი–2,კომპიუტერული პროგრამა Power Point,
ინტერნეტის კულინარული გვერდი,პროექტორი,თაბახის ფურცლები,მოსწავლეთა რაოდენობა 10.
9.პროექტის მსვლელობა:
1. თემის შერჩევა–1 დღე
მოსწავლეების მონაწილეობით ხდება თემის შერჩევა და შეკითხვების ჩამოყალიბება.
2.საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება–1 დღე
კლასი იყოფა სამ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ეძლევა განსხვავებული დავალებები.
I ჯგუფი–მოიძიონ მათი ოჯახის ტრადიციული კერძები.
II ჯგუფი–ტრადიციული ტკბილეული.
III ჯგუფი–სასარგებლო კულინარული რჩევები.
3.ჯგუფებში პროექტის გეგმის შემუშავება–1 დღე.
სამივე ჯგუფი ქმნის პროექტის განსახორციელებელ გეგმას.
4.ჯგუფებში მოვალეობის გადანაწილება–1 დღე
ჯგუფის წევრები ირჩევენ ლიდერებს ,ინაწილებენ დავალებებს და პასუხისმგებლობას
კონკრეტულ საქმიანობის შედეგზე.
5.აქტივობების განხორციელება–3 დღე
მოიძიებენ მასალას სკოლის გარეთ არსებულ რესურსებში(მშობლები),ინტერნეტში.
მოძიებულ მასალას თარგმნიან რუსულ ენაზე,ქმნიან სლაიდ შოუს და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
6.პროდუქტის პრეზენტაცია–1 დღე
აწყობენ  პროდუქტის პრეზენტაციას.
შემდეგ ხდება სამივე ჯგუფის მიერ მოძიებული და დამუშავებული მასალის გამოყენებით კულინარული ჟურნალის გამოშვება.(2 დღე)
7.პროექტის შეფასება.
ფასდება ინფორმაციის მოძიების უნარი,კვლევის ,დაგეგმვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი,ჯგუფის შემოქმედებითი უნარი.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.

No comments:

Post a Comment